ირანელმა სამხედროებმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს
ირანელმა სამხედროებმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს. რაკეტის გაშვების ფაქტი რუსულმა რადიოსალოკაციო სამსახურებმა დააფიქსირეს. ბალისტიკური რაკეტის ტიპი უცნობია. მისი გაშვება წარმატებით განხორციელდა – რაკეტის სასწავლო ქობინი ირანის სამხრეთ ნაწილში ჩამოვარდა. ეს ამ ტიპის რაკეტის მესამე გამოცდაა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მარტში ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეირანის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გააგრძელა. აპრილში ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა, მაგრამ ის უშედეგოდ დასრულდა.