აშშ-ში „პანამის დოკუმენტების“ გამოძიება დაიწყო

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ ოფშორული სკანდალის მასალების მიხედვით, რომელსაც „პანამის დოკუმენტები“ დაარქვეს, გამოძიება დაიწყო. გაზეთმა Guardian-მა, რომელიც ამ გამოძიებაში მონაწილეობდა, თავის საიტზე აშშ-ის პროკურატურიდან და ჟურნალისტთა სერთაშორისო კონსორციუმიდან მიღებული წერილი გამოაქვეყნა.
ამ წერილში დაკონკრეტებული არ არის, ვის წინააღმდეგ აღიძრა საქმე.
ცნობისთვის, ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა 11 – მილიონგვერდიანი ელექტრონული მასალები გამოაქვეყნა. მასში საუბარია პანამის იურიდიულ კომპანია Mossack Fonseca-ზე, რომელიც თავის კლიენტებს ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა. ეს მასალები გერმანულ გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ს უცნობმა ინფორმატორმა გადასცა. „პანამის დოკუმენტებში“ მსოფლიოს მოქმედი და ყოფილი ლიდერების სახელებია მითითებული, მთლიანად 72 ცნობილ პოლიტიკოსზეა საუბარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები