უკრაინული მედია – ზღულაძე, ადეიშვილი და დეკანოიძე თანამდებობებს ტოვებენ

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ უკრაინული მედია შსს-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა news24ua.com-ის ინფორმაციით, ზღულაძის გადადგომა შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვთან შეთანხმებული არ არის.
მინისტრისთვის ეს სერიოზული დანაკარგი იქნება – მიაჩნიათ უკრაინელ ჟურნალისტებს.
უკრაინული მედია წერს, რომ ზღულაძის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გამოწვეული იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების ჩაშლით და თანამდებობებზე ძველი, კორუმპირებული კადრების დაბრუნებით.
უკრაინული მედია ასევე იუწყება, რომ ასეთივე ნაბიჯის გადადგმას უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძეც გეგმავს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ოდესის პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე თანამდებობიდან გადადგა და უკრაინიდან წავიდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადეიშვილს ბოლო დროს უკრაინელ ჩინოვნიკებთან ურთიერთობები დაეძაბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები