„ისლამური სახელმწიფო“ შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ ჯეიმი შიამ განაცხადა. ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ ცნობით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთი ნაწილი სირიის და ერაყის ტერიტორიაზე კონტროლის დაწესებით და მისი გაფართოებით იქნება დაკავებული, ხოლო მეორემ ექსტრემისტული ქსელი უნდა შექმნას ევროპის ქვეყნებში ტერაქტების მოსაწყობად. ჯეიმი შიას მიაჩნია, რომ „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ნომერ პირველი ამოცანა დღეს სირიასა და ერაყში ტერიტორიების შენარჩუნებაა, ვინაიდან ბოლო დროს ამ დაჯგუფებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები