საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსწავლეები ეწვივნენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შიდა ქართლის სამმართველოს ქალაქ კასპის საპილოტე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში, შს სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.
მეხანძრე-მაშველებმა მოზარდებს სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს, სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და უსაფრთხოების შესახებ სასარგებლო რჩევები მისცეს. ბავშვებმა მეხანძრე-მაშველების მიერ ჩატარებულ სიმულაციურ სწავლებაშიც მიიღეს მონაწილეობა. პროექტის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები