ოთარ დანელია წყალტუბოში სასოფლო-სამეურნეო კოპერატივის წევრებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, იმერეთს გუბერნატორის პირველი მაოდგილე პაატა ნადირაძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივის „ჯანელიძეების“ წევრებს შეხვდნენ და მათი სათბურები დაათვალიერეს.
კოოპერატივის კუთვნილი სათბურების საერთო ფართი 3 ჰა-ს შეადგენს.
დახურულ გრუნტში ბოსტნეულს და სხვადასხვა სახის მწვანილს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ საბითუმო ბაზრებზე ხდება.
შპს „ჰერბიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც გადის. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, პროდუქციის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 190 ათას ლარამდე შეადგინა. პროდუქციის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფისთვის, კოოპერატივი ღია გრუნტში წარმოების დაწყებასაც გეგმავს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტებს შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერირების ხელშეწყობა უნიშვნელოვანესია. კოოპერაცია ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ფერმერებისთვის მეტი შემოსავლის მიღებას და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლების უზრუნველყოფის წინაპირობაა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ჯანელიძეები“ არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარედეს წარმოება და საქართველო გახდეს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნა“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
კოოპერატივი „ჯანელიძეები“ 2015 წლის ივნისში შეიქმნა, მასში 6 მეპაიეა გაერთიანებული. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კოოპერატივის წევრთა 25-მდე გაზრდა. კოოპერატივი სახელმწიფო სტატუსის მატარებელია და შესაბამისად, სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობს. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 1214 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.
იმერეთის რეგიონში ჯამში შექმნილია 117 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთა საქმიანობის ძირითად სფეროებს სასათბურე მეურნეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა და მეცხოველეობა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები