“მთავარია, საარჩევნო პროცედურა დასრულდეს მშვიდ გარემოში და ობიექტურად შეჯამდეს შედეგები”

მთავარია, საარჩევნო პროცედურა დასრულდეს მშვიდ გარემოში და ობიექტურად შეჯამდეს შედეგები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ განუცხადა.
“მნიშვნელოვანია დღეა, რადგან უნივერსიტეტი ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ასეთი რამ უნივერსიტეტის ისტორიაში არ მომხდარა. ძალიან დიდია დაინტერესება – არის ამომრჩევლის რიგი, რაც კარგია. ყველაზე მთავარია, ეს პროცედურა დამთავრდეს მშვიდ გარემოში, ობიექტურად შეჯამდეს შედეგები და უნივერსიტეტმა შეძლოს გამჭვირვალედ გააგრძელოს საქმიანობა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა პაპავამ.
პაპავამ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
კენჭისყრის პროცედურა თსუ-ს პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები