კორპორაცია „ინტელმა“ 12 ათასი თანამშრომელი შეამცირა
ამერიკულმა კორპორაცია „ინტელმა“ 12 ათასი თანამშრომელი შეამცირა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, კომპანია ამით პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე ფინანსური დანაკარგების აღმოფხვრას გეგმავს. კომპიუტერული მიკროპროცესორების მწარმოებელი რესტრუქტურიზაციას გეგმავს, რისთვისაც 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარი გამოყო.
„ინტელის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია გეგმავს პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელი კომპანიიდან გლობალური ქსელების და მაღალტექნოლოგიური, ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერული მოწყობილობების შექმნაზე გადასვლას. კომპანია IDC-ის მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების გაყიდვა 11,5 პროცენტით შემცირდა.