სირიაში სამთავრობო ძალების ავიადარტყმას 44 ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა სირიის იდლიბის პროვინციაში ორ ქალაქზე სამთავრობო ავიაციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ორივე ქალაქი, რომლებიც სამთავრობო ავიაციამ დაბომბა, ამბოხებულების ხელშია. ეს ფაქტი კიდევ უფრო ართულებს სირიაში არსებულ ვითარებას და სამშვიდობო შეთანხმებას საფრთხის ქვეშ აყენებს.