ლეონიდ ჩერნოვეცკი: კანონპროექტი მოგების გადასახადის გაუქმების თაობაზე ბიზნესისა და მეწარმეობის სტიმულირებას ვერ მოახდენს

პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერის ლეონიდ ჩერნოვეცკის აზრით, ეს ცვლილებები უზარმაზარ მოგებას მოუტანს მხოლოდ ბანკებს, სადაზღვევო და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ისედაც არ იხდიან დამატებითი ღირებულების გადასახადს და შექმნილი აქვთ სასათბურე პირობები.
„პარლამენტი პროფესიონალებით რომ ყოფილიყო დაკომპლექტებული, რომლებსაც რეალურად სურთ საგადასახადო ტვირთის მოხსნა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პროდუქციას ქმნიან ან სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობენ მოქალაქეებს, მაშინ დამატებითი ღირებულების გადასახადს შეამცირებდნენ. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ამჟამინდელი ბიუჯეტი ამ ნოვაციას გაუძლებდა!
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილში მე შევთავაზე, მაღალმთიან რეგიონებში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოეხდინა. ეს იმ რაიონებს ეხება, სადაც საერთოდ არ არის საწარმოები და მოქალაქეები წარმოუდგენელ ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ასეთი კანონი ქართულ ეკონომიკას რეალურად ბიძგს მისცემს და თუკი ის სწორი გათვლებით ამოქმედდება, ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებზე უარყოფით ზეგავლენას ნამდვილად არ მოახდენს“, –განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები