ნიუ-იორკში გამართულ პრაიმერიზში კლინტონმა და ტრამპმა გაიმარჯვეს
ნიუ-იორკში გამართულ პრაიმერიზში აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატებს შორის ჰილარი კლინტონმა, ხოლო „რესპუბლიკელებში“ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა 61% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ – 38%.
“მადლობა ნიუ-იორკს. თქვენ მენდეთ 16 წლის წინ, მენდეთ ახლაც. მე არასოდეს შევაჩერებ თქვენთვის ბრძოლას“, – დაწერა კლინტონმა ტვიტერში. „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატებს შორის კი მილიარდერმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მან ხმების 60% მიიღო და უახლოეს კონკურენტს ტედ კრუზს მნიშვნელოვნად გაასწრო. „დიდი მადლობა ნიუ-იორკ! მე თქვენ მიყვარხართ!“ – განაცხადა ტრამპმა თავის მომხრეებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, სენატორმა კრუზმა გამარჯვების ყველა შანსი დაკარგა.