თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო ნატოში შესაძლოა, MAP-ის გარეშე გაწევრიანდეს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მიიჩნევს, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი შესაძლოა, MAP-ის (წევრობის სამოქმედო გეგმის) გარეშე როგორც სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა ჩავუშოღლუმ აღნიშნა, საქართველო ალიანსის წევრობისათვის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
“ჩვენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას სრულად ვუჭერთ მხარს. ვარშავის სამიტი ნატოს გაფართოების შესაძლებლობა უნდა გახდეს. გარანტიები არ გვაქვს, მაგრამ რისიც გვჯერა ის არის, რომ საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას. ვფიქრობ, რომ ალიანსში შესვლა წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშეც შესაძლებელია, საქართველომ შეიძლება, პირდაპირ მიიღოს მოწვევა. ტექნიკურად ეს სავსებით შესაძლებელია”, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.