მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო ხვალ განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის საკითხს ხვალ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღეს. საკითხის სხდომაზე გატანას „ქართული ოცნების“ შვიდმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საკითხის ამოღების მომხრე ექვსი დეპუტატი იყო, მათ შორის, „თავისუფალი დემოკრატების“ ორი, „რესპუბლიკური პარტიის“ ორი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი და „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ერთი წევრი.