ობამა – სირიაში სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება ჩაიშალოს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიაში არსებულ ვითარებაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ობამამ განაცხადა, მან პუტინს უთხრა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ჩაშლის პირას არის.
„იმ შემთხვევაში, თუ აშშ და რუსეთი სინქრონულად არ იმოქმედებენ, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, რომელშიც სამი-ოთხი კვირის წინ ვიყავით“, – განაცხადა ობამამ „სი-ბი-ესთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის აზრთა სხვადასხვაობა კვლავ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მომავალს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები