გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ხვალ მორიგ შეხვედრებს გამართავს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორნბირონ იაგლანდს შეხვდება, რის შემდეგაც გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
საღამოს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დელეგაციის სრული შემადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. პრემიერის ვიზიტი სტრასბურგში დღეს დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა. დღეს კი საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები