დაღესტანში 9 მაისს ტერაქტი მზადდებოდა
დაღესტანში სამართალდამცველებმა ტერაქტი აღკვეთეს, რომელიც 9 მაისს, გამარჯვების დღეს უნდა მომხდარიყო. „ინტერფაქსის“ ცნობით, სოფელ სოგრატლში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ძეგლთან პოლიციამ ბომბი აღმოაჩინა. ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე 500 გრამ ტროტილს უდრიდა, ბომბთან დეტონატორი იყო მიერთებული. „ბოევიკები“ ტერაქტის მოწყობას, სავარაუდოდ, 9 მაისს, საზეიმო ღონისძიების დროს გეგმავდნენ. სამართალდამცველების ცნობით, ბომბი ახმედ შამხალოვის დაჯგუფებას ეკუთვნოდა. შამხალოვი განიბის დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერია და 14 აპრილის სპეცოპერაციის დროს იყო ლიკვიდირებული.