პესკოვი – პუტინმა და პოროშენკომ სავჩენკოს საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა უკრაინის ლიდერის, პეტრო პოროშენკოს განცხადება, რომ მასსა და რუსეთის პირველ პირს შორის სატელეფონო საუბრის დროს უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს საკითხი განიხილებოდა. „მისი ბედი, მართლაც, განიხილებოდა“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას.
ამასთან, დიმიტრი პესკოვმა პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დღეს განაცხადა, ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მათ ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების „გარკვეული ალგორითმი“ შეათანხმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები