პოროშენკო – სავჩენკოს გაცვლა პუტინთან პრაქტიკულად შეთანხმებულია
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლის საკითხი პრაქტიკულად შეათანხმა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სავჩენკოს რამდენიმე დღის წინ რუსეთის სასამართლომ 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
„პუტინთან გუშინ ჩემი ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა. ჩემი აზრით, ჩვენ ნადეჟდას გაცვლის გარკვეული ალგორითმი შევიმუშავეთ“, – განაცხადა პორშენკომ დანიის პრემიერ-მინისტრ ლარს რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ.
რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის ხელისუფლებას ნადეჟდა სავჩენკოს სასწრაფოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.