შარშენბაევი – საქართველომ კორუფციასთან ბრძოლის საკითხში ყირგიზეთს მნიშვნელოვნად გაასწრო

კორუფციასთან ბრძოლის საკითხში საქართველომ დიდი ხანია მიაღწია მიზანს, რომლის მიღწევასაც ყირგიზეთი 2017 წელ აპირებს. ამის შესახებ ყირგიზეთში Transparency International-ის გამგეობის თავმჯდომარემ ადილბეკ შარშენბაევმა განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად ყირგიზეთის მიზანია მსოფლიოს 50 ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყნების სიაში მოხვედრა. ეს ყირგიზეთის განვითარების სტრატეგიაში წერია და საქართველო ამ სიაში დიდი ხნის წინ მოხვდა. შარშენბაევმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის საკითხში ტექნიკური სიახლეების გამოყენება, ანუ ელექტრონული სისტემების დამკვიდრებაა აუცილებელი.
„ჩინოვნიკები იმ ტოტს არ მოიჭრიან, რომელზეც თავად სხედან. ბიზნესიც ამ პროცესში აქტიურად არ ჩაერევა, ვინაიდან ის პრაგმატიზმს ეძებს. კორუფციასთან ბრძოლა კომპლექსურად უნდა მოხდეს. ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, რომ გადასახადების გადახდა ქრთამის მიცემაზე უფრო მომგებიანი იყოს. სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა კი უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს“, – განაცხადა შარშენბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები