საბაჟო-გამშვებ პუნქტზე IPHONE-ების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოვლინდა

საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ მებაჟე ოფიცრებმა მობილური ტელეფონების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსულ ავტომანქანაში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე დ.დ. მართავდა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 5 ცალი ახალი IPHONE 5 S აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3925 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, პირს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 3925 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები