მაკედონია-საბერძნეთის საზღვარზე მიგრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე მიგრანტებსა და ბერძენ სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. მიგრანტებმა პოლიციას ქვები და ჯოხები დაუშინეს. ეს ადამიანები დროებითი განთავსების ბანაკში ცხოვრობდნენ.
„ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ მიგრანტს პოლიციის ავტომობილი დაეჯახა. ის მძიმე მდგომარეობაში ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ლტოლვილები საბერძნეთში ჩასვლას განაგრძობენ და მაკედონიის საზღვრის სიახლოვეს მათ კარვების ქალაქი გაშალეს. მიგრანტები იმედოვნებენ, რომ მაკედონია საზღვარს გახსნის, რაც მათ ცენტრალურ ევროპაში მოხვედრის საშუალებას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები