აშშ ერაყში დამატებით ძალებს აგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში დამატებით ძალებს აგზავნის. 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და Apache-ს ტიპის რამდენიმე ვერტმფრენი ერაყის არმიას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში დაეხმარება.
როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, ამჟამად ქალაქ მოსულისთვის გადამწყვეტი ბრძოლა იგეგმება და სამხედროების გაგზავნა სწორედ ამ დასახლებული პუნქტის დაკავების ოპერაციას უკავშირდება.
„ყველამ იცის, რომ მოსულისთვის ბრძოლა ერაყისთვის ბრძოლას ნიშნავს. მოსულის აღება ერაყში ბრძოლის დასასრული იქნება“, – განაცხადა კარტერმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბაღდადში იმყოფება. მოსულის აღების ოპერაცია ერაყის შეიარაებულმა ძალებმა 24 მარტს დაიწყეს. ამ ქალაქს „ისლამური სახელმწიფო“ 2014 წლის ზაფხულიდან აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები