ხათუნა ლაგაზიძე არჩევნებზე: ამ ეტაპზე ჩვენ ვართ ფონდი და სხვა არანაირი გადაწყვეტილება არ განიხილება
ამ ეტაპზე ჩვენ ვართ ფონდი და სხვა არანაირი გადაწყვეტილება არ განიხილება, – აღნიშნული განცხადება პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდის“ წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ დღეს, პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას გააკეთა.
შეკითხვეზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მომავალი არჩევნებისთვის ორგანიზაცია დარეგისტრირდეს, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, ლაგაზიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ეს არ იგეგმება.
„ჩვენი სტატუსი ზუსტად განსაზღვრულია. ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია – ფონდი. კითხვები ჩნდება, რატომ ვხვდებით ასე ხშირად მოსახლეობას. პასუხი მარტივია, ჩვენი მიზანი საქართველოს განვითარების ახალი ხედვის და კონცეფციების დადება. თბილისიდან და კაბინეტებიდან ხდებოდა ე.წ. ელიტარული ხედვის შემუშავება იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს უკეთესად ახმეტელმა გლეხმა კახეთში, ან კიდევ ჩხოროწყუელმა გლეხმა სამეგრელოში. ჩვენ განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ – ჩავიდთ ადგილზე და იქ გავეცნოთ პრობლემებს. მათგანვე მოვისმინოთ ამ პრობლების გადაჭრის პრიორიტეტები და გზები. ჩვენი გახშირებული ვიზიტებიც ამით იხსნება. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ ფონდი და სხვა არანაირი გადაწყვბეტილება არ განიხილება თუ რაიმე ცვლილება იქნება, პირველი თქვენ გაიგებთ. ეს არ იქნება ის ცვლილება, რომლის დამალვაც სასურველი ან შესაძლებელი იქნება“,-განაცხადა ლაგაზიძემ.