ერაყში ქურთებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ერაყელმა ქურთებმა ამერიკული სპეცსამსახურების დახმარებით „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, სალმან შაბიბ ალ-ჯებური, რომელიც ასეევ აბი საიფის სახელით არის ცნობილი, მოსულთან ახლოს ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა. მასთან ერთად კიდევ ორი ტერორისტი მოკლეს. ოპერაციაში სამხედრო ვერტმფრენები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები