აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას ვლადიმერ პაპავა – რას აცხადებს თსუ-ს რექტორი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი რექტორი ვლადიმერ პაპავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. პაპავამ სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ ის გეგმავს საქმიანობა ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე გააგრძელოს.
„არასდროს უნდა თქვა არასდროს, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას. იმ დღიდან, როცა რექტორი არ ვიქნები, ვაპირებ დავრჩე უნივერსიტეტში პროფესორად. ეს ჩემთვის საამაყო თანამდებობაა. გავაგრძელებ საქმიანობას, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე, როგორც ერთ-ერთი რიგითი პროფესორი. ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი და ახლა არ ვარ იმაზე ორიენტირებული, რომ პოლიტიკაში დავბრუნდე. არასდროს უნდა თქვა, არასდროს, მაგრამ ეს რომ არ იქნება 2016 წელი, ზუსტად ვიცი“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები