ხათუნა ლაგაზიძე: ოპოზიციური გაერთიანება რომც შედგეს, არჩევნების შედეგზე ეს მაინც არ აისახება

პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდის“ წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ დღეს პორტალ „კვირაში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.
ლაგაზიძე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია შესაძლოა, გაერთიანდეს საპარლამენტო არჩევნებში და თუ ალიანსი მაინც შედგა, მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ეს მაინც არ აისახება.
„გაერთიანების შედგენა გაუჭირდებათ. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს გაერთიანება შედგება თუ არა, შედეგზე ეს მაინც არ აისახება, რადგან მათ მიერ ბარიერის გადალახვის შანსი, უფრო მეტიც ის, რომ მიუახლოვდნენ ბარიერს, ძალიან მცირეა. მერწმუნეთ, ეს შანსები არც გაერთიანების შემთხვევაში გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ვერც ამ გაერთიანების აზრს ვერ ვხედავ და რომც გაერთიანებდნენ, როგორ უნდა გაიყონ ადგილები გამსვლელ სიაში?  მათ ნებისმიერ შემთხვევაში გაუჭირდებათ გაერთიანება – ისინი  ცალ – ცალკე გავლენ თუ ერთიანად. მათი პარლამენტში შეღწევის შანსი ძალიან დაბალია“,-განაცხადა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები