„ისლამური სახელმწიფო“ ესპანურ და იტალიურ კურორტებზე თავდასხმებს გეგმავს

„ისლამური სახელმწიფო“ და სხვა ჯიჰადისტური დაჯგუფებები ზაფხულში ესპანეთის, იტალიის და საფრანგეთის კურორტებზე ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild სტატიაში „ჩვენს პლაჟებზე ტერორისტული თავდასხმები იგეგმება“ წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ინფორმაცია იტალიისა და გერმანიის სპეცსამსახურებს გააჩნიათ. მათ აქვთ ცნობები, რომ ტერორისტები ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟებას პლაჟის ქოლგებისა და შეზლონგების ქვეშ გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ პლაჟზე მყოფ ტურისტებზე ყველაზე გახმაურებული თავდასხმა გასულ წელს ტუნისის კურორტ სუსზე მოხდა. ტერორისტები პლაჟზე ნავით მივიდნენ და იქ მყოფ დამსვენებლებს ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა და 38 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები