ხათუნა ლაგაზიძე: არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ გარდა, ბარიერის პრობლემა ყველა სუბიექტს ექნება

საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ გარდა, ბარიერის გადალახვის პრობლემა კოალიციიდან გამოყოფილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება, – აღნიშნული განცხადება პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდის“ წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ დღეს, პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას გაკეთა.
მისივე განცხადებით, გარკვეული შანსები აქვთ კოალიციიდან გასულ „ეროვნულ ფორუმსა და „რესპუბლიკურ პარტიას“ თუმცა, მათი შანსები მინიმალურია.
„მათი ნაწილი საერთოდ ვერც იოცნებებს, რომ მიუხახლოვდეს ბარიერს. შეჭიდების და “შეთამაშების” შანსები აქვთ „რესპუბლიკურ პარტიას“ და „ეროვნულ ფორუმს“, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს მათთვისაც დაუძლეველი ამოცანა გახდეს“,-განაცხადა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები