ხათუნა ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობის წევრებმა არჩევნებში სახელისუფლებო რესურსი გამოიყენონ

პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდის“ წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, ის არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მთავრობის წევრებმა, მათ შორის „რესპუბლიკელებმა“ სახელისუფლებო რესურსი გამოიყენონ. ამის შესახებ მან დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას ისაუბრა.
„ყოფილ კოალიციაში შემავალი სუბიექტები, რომლებსაც დღე მთავრობაში ჰყავთ წარმომადგენლობა, სახელისუფლებლო რესურსს იყენებენ. საუბარი არ არის მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებაზე“, საუბარია „რესპუბლიკელებზეც“ იმიტომ, რომ ყველა მინისტრს, მისი პარტიული წარმოშობის მიუხედავად, საშუალება აქვს, რომ საარჩევნო კამპანიისთვის ირიბად გამოიყენოს სახელისუფლებო რესურსი. სუაბარია იმაზე, რომ ამა თუ იმ სამინისტრომ დაგეგმოს ესა თუ ის აქცია, რომელიც ირიბად თუ პირდაპირ მოემსახურება სამინისტროს პირველ პირს. ამ შემთხვევაში მოემსახურება ამ პირის წარმდგენ პარტიასაც.
დღეს, „რესპუბლიკელებისთვის“ მთავრობაში ყოფნა არანაკლებ სასარგებლოა, ვიდრე „ქართული ოცნებისთვის“ და მათი მშვიდობიანი განქორწინების ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება ესეც იყოს. როგორც ჩანს, ეს გარიგების ერთ-ერთი თემაა. ვგულისხმობ იმას, რომ „რესპუბლიკელმა“ მინიტრებმა „ქართული ოცნების“ მინისტრების კვალდაკვალ გამოიყენონ სახელის რესურსი წინასაარჩევნო კამპანიისას მანამ, სანამ წინასარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჩაირთვება“,-განაცხადა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები