ხათუნა ლაგაზიძე: არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ არავის აწყობს, საარჩევნო თარიღის გადატანა

პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდის“ წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა. საპარლამენტო არჩევნების თარიღზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ეს საკითხი, პრეზიდენტისა და პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხია და არჩევნების რამდენიმე თვით გადატანა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა აწყობდეს.
„ეს საკითხი პირდაპირ პრეზიდენტის და პრემიერ – მინისტრის პასუხისგებლობის საკითხია. დღეს არავის, არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ არ აწყობს, საარჩევნო თარიღის რამდენიმე თვით გადატანა. ეს იქნება, პირდაპირ ვამბობ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევა. როგორც შეიყვანეს ქვეყანა ამ კრიზისში, კეთილი ინებონ და ისე გამოიყვანონ“,- განაცხადა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები