ქაბულში ტერაქტის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ქაბულში დღეს დილით მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გამოცემა Khaama Press-ის ინფორმაციით, 200-მდე ადამიანი ტერორისტული შეტევის შედეგად დაშავდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ავღანეთის დედაქალაქში ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის შენობასთან აიფეთქა თავი. ტერაქტი მოძრაობა „თალიბანის“ მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ მოხდა. თალიბებმა გაზაფხულის შეტევის დაწყების შესახებ განაცხადეს. თუმცა დღევანდელ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები