ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქობულეთის შემოვლითი გზის მონიტორინგს განაგრძობს

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილთან და მის მოადგილეებთან ერთად ქობულეთის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ. შეხვედრა გაიმართა ასევე კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმოამდგენლებთან, სადაც სამუშაოების მიმდინარეობის გეგმა–გრაფიკი დეტალურად იქნა განხილული. ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12+400-კმ31+259 მონაკვეთზე დაგეგმილია 18.9კმ ასფალტ–ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, 16 ხიდის, მათ შორის 7 გზაგამტარის, 2 გვირაბის, 64 გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა. აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობის, გზაგამტარებზე რკინა–ბეტონის ხიმინჯების, კოჭების, რიგელებისა და მონოლითური რკინა–ბეტონის ფილების მოწყობის სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია “SINOHYDRO“ ასრულებს. პროექტის ბიუჯეტი – 209,852,079.67 ლარს შეადგენს, დონორი კი აზიის განვითარების ბანკია (ADB ). დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა აღნიშნა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხს მკაცრად გააკონტროლებს და მონიტორინგს პერმანენტულად განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები