თინათინ ხიდაშელი: ერთგულება, სანდოობა და ტრანსფორმაცია ნატოს სტანდარტებს პასუხობს

ერთგულება, სანდოობა და ტრანსფორმაცია ნატოს სტანდარტებს პასუხობს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი carnegieeurope-ის რედაქტორ ჯუდი დემპსისთან ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, საქართველო ერთგული და სანდო პარტნიორია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გავხდეთ ნატოს წევრი. საქართველო ერთგული და სანდო პარტნიორია. ამავე დროს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს სამი რამ – ერთგულება, სანდოობა და ტრანსფორმაცია ნატოს სტანდარტებს პასუხობს“, – აღნიშნავს თინა ხიდაშელი.
ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრი განმარტავს, საქართველოს აღარ სურს, რომ ის ვინმემ შეაჩეროს.
„2008 წელს ამ პატარა ქვეყნისთვის მსხვერპლი დიდი იყო. საქართველომ დაკარგა ადამიანები და დაკარგა ტერიტორია. ახლა კი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია მიმდინარეობს. ომმა მთლიანად ქვეყნის განვითარება შეაჩერა. ჩვენი ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იყო ომამდე. დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ჩვენ აღგვედგინა ეს მამოძრავებელი ძალა. ჩვენი ინტეგრაციის პროცესი მაღლა იყო, შემდეგ კი ომის გამო შეჩერდა. ომმა ქვეყნის ოპტიმიზმი გარკვეულწილად გაანადგურა. როდესაც ქვეყანა ვითარდება, ადამიანები უფრო ენთუზიაზმით არიან, უფრო ოპტიმისტურად, ბუნებრივია. ისინი უფრო მეტ ინვესტიციას დებენ და მუშაობენ იმიტომ, რომ მათ აქვთ სტაბილურობის შეგრძნება და რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ, როგორც ნორმალურმა ადამიანებმა. ხოლო როდესაც ომი მიმდინარეობს, ყველაფერი ჩერდება. არავინ იცის, რა მოხდება“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები