საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა 1-5 ივლისს გაიმართება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა საქართველოში 1-5 ივლისს ჩატარდება. მისი თქმით, მზადება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
„ამ თემებზე საუბარი გვქონდა. საკმაოდ მაღალ დასწრებას ველით. ზაფხულში საქართველოში ჩამოსვლა ყველას უნდა. მზადება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და ამის შესახებ გზადაგზა გაცნობებთ“, – დასძინა უსუფაშვილმა.