შალვა თადუმაძე: სტუ-ს რექტორის გადაყენება პრემიერის კომპეტენცია არ არის

მოთხოვნა, რომელიც ეხება რექტორის გადადგომას, ან იმ სადავო საკითხის გადაწყვეტას, პრემიერის კომპეტენცია არ არის, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივნმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.
ამასთან, შალვა თადუმაძის შეთავაზებაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირებაში ჩაერთონ, მოშიმშილე ლექტორები უარს აცხადებენ.
„მოთხოვნა, რომელიც ეხება რექტორის გადადგომას, ან იმ სადავო საკითხის გადაწყვეტას, რაზეც სასამართლოზე საქმე მიმდინარეობს, ბუნებრივია, პრემიერის კომპეტენცია არ არის და, კანონიდან გამომდინარე, ყველა მხარე უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რამდენად სწორად მოხდა რექტორის არჩევა. რაც შეეხება რეფორმირების ნაწილს, საზოგადოებისთვის ცნობილია პრემიერ-მინისტრის განწყობა და მისწრაფება, რომ მოხდეს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება. ჩვენ შევთავაზეთ ის, რომ ეს ადამიანები ჩაერთნენ ამ პროცესში. თავისი კვალიფიკაცია მოახმარონ ამ რეფორმას, დაეხმარონ რეფორმირებაში მთავრობას. ამ ეტაპზე ისინი უარს აცხადებენ ამ მიმართულებით“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები