იენს სტოლტენბერგი გიორგი მარგველაშვილს მადლობის წერილს უგზავნის
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მადლობის წერილს უგზავნის.
“ძვირფასო გიორგი, მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისათვის, 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელში განხორციელებულ შემზარავ ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით.
NATO წარმოადგენს თავისუფლების, დემოკრატიის ღირებულებებსა და ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას – ღირებულებებზე, რომლებსაც ძალადობის ვერანაირი გამოხატულება შეარყევს. ჩვენ განვაგრძობთ მხარდამხარ მუშაობას საქართველოსა და ჩვენს პარტნიორებთან, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებანი.
დიდ მადლობას გიხდით თქვენ მიერ გამოხატული სოლიდარობისათვის”, – აღნიშნულია წერილში.