ვახტანგ ძაბირაძე: საპარლამენტო არჩევნებზე გამოკვეთილი ძალა არ იარსებებს

საპარლამენტო არჩევნებზე გამოკვეთილი ძალა არ იარსებებს. ჩვენ უქარიზმო არჩევნებში ვართ, რადგან ქარიზმატული ლიდერი აქ არ იქნება, -აღნიშნული განცხადება კონსტიტუციონალისტმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ვახტანგ ძაბირაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ქარიზმატული ლიდერები თუ იქნებიან, მაშინ ძველები იქნებიან, ივანიშვილი და სააკაშვილი, რომელთა ქარიზმებიც ისე არ არის ახლა, როგორც მანამდე იყო. ამ შემთხვევაში ამომრჩევლისთვის მიზიდულობა იქნება ის, რომ დიდი დაჯგუფება იქნება, რომელიც ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს ამომრჩეველზე. არ ვთვლი, რომ არასაპარლამენტო პარტიებს დიდი არჩევანი აქვთ. თუ სურთ, რომ ჩაერთონ პოლიტიკურ თამაშებში, მაშინ ერთმანეთთან კავშირის გარეშე გამორიცხული იქნება, რომ ბარიერი გადალახონ. ამომრჩეველი არჩევანს უფრო სახეების მიხედვით გააკეთებს და არა ორიენტირების მიხედვით“,- განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები