ვახტანგ ძაბირაძე: ჩემი ღრმა რწმენით, არა მგონია, „ქართულ ოცნებას“ ბენზინის გასაჭირი ჰქონდეს

ჩემი ღრმა რწმენით, არა მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ბენზინის გასაჭირი ჰქონდეს, – ასე უპასუხა პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტიტუციონალისტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ვახტან ძაბირაძემ შეკითხვას – შესაძლებელია თუ არა, რომ დღევანდელი მთავრობის წევრებმა საპარლამენტო არჩევნებში სახელისუფლებო რესურსი გამოიყენონ. უფრო მეტიც, ძაბირაძისთვის გაუგებარია, რა იგულისხმება ამ შეკითხვაში.
„ჩემთვის გაუგებარია, რას გულისხმობენ სახელისუფლებო რესურსში. ადრე ითქვა ფინანსურ კუთხეზე, ანუ ბენზინის გამოყენება იგულისხმებოდა. ჩემი ღრმა რწმენით, არა მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ბენზინის გასაჭირი, ან მანქანების გადაადგილების ჰქონდეს. მერე ითქვა, რომ სამუშაო საათები იგულისხმებოდა. კი ბატონო, მაგრამ არჩევნებამდე 30 დღით ადრე, კოდექსი ავალდებულებს საარჩევნო სუბიექტებს, რომ მათ წარადგინონ სია.
სანამ სიას არ წარადგენენ, მინისტრები მინისტრად რჩებიან და მათ არ ექნებათ უფლება, სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაცია გასწიონ. ჩვენ სხვა რესურსებზე ვლაპარაკობთ. ეს არის ძალოვანი სტრუქტურები, და ამ შემთხვევაში, თუ ეუბნები არ იქნება განთავსებული საჯარისო ფორმირების ტერიტორიაზე, მაშინ თავდაცვის სამინისტრო ფაქტობრივად „ვარდება“, რადგანაც ჯარმა ხმა გარეთ უნდა მისცეს და ეს უკვე სხვა ფორმაციაა. მგონი, აქ შესწორებაც შედის. ეს არის ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც მოქმედებენ არა ღიად, არამედ მათი გავლენის მეშვეობით, აგენტიურით და ა.შ. ეს ურთულესი პრობლემაა, რადგან ეს ღიად არ ხდება“,- განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები