სოზარ სუბარი: საქართველო მიგრანტებთან დაკავშირებით სრულად ასრულებს ვალდებულებას
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასა და თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს. მისი თქმით, რაც შეეხება მიგრანტებთან დაკაშირებით საქართველოს ვალდებულებას, საქართველო სრულად ასრულებს აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას.
„მე არა მგონია, რომ ამ ინფორმაციას რაიმე ლეგალური საფუძველი ჰქონდეს იმიტომ, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების დონეზე და ეს გადაწყვეტილება არის დადებითი საქართველოსთვის. რაც შეეხება მიგრანტებთან დაკაშირებით საქართველოს ვალდებულებას, საქართველო სრულად ასრულებს აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას, რაც კი საერთაშორისო შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.