მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დღეს დაიწყება

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დღეიდან დაიწყება. ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პირველ სხდომაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 100-კაციანი სია შედგა, რომლებიც ნაფიცი მსაჯულობის სავარაუდო კანდიდატები არიან. მაშინდელ პროცესზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მონაწილეობით ასევე დამტკიცდა კითხვარი, რომელიც ნაფიცი მსაჯულობის სავარუდო კანდიდატებს გადაეგზავნათ. პროცესს თავად მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძეც ესწრებოდა. საქმეზე მორიგი სხდომა დღეს, 11:00 საათზე ჩაინიშნა, რომელზეც იმ 100-კაციანი სიიდან ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები