გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნავთობპროდუქტებით შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, ნავთობპროდუქტებით შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში მდგომ ტანკერზე ნავთობის მიწოდებისას მილსადენი დაზიანდა, რამაც გამოიწვია ნავთობის ზღვაში ჩაღვრა.
კომპანიას, რომელიც აწარმოებდა ტანკერზე ნავთობის მიწოდებას დაეკისრა ჯარიმა 65 000 ათასი ლარის ოდენობით. დაანგარიშებული იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რომელმაც შეადგინა 36 656 ათასი ლარი.
სამართალდამრღვევმა აღნიშნული თანხა უკვე გადაიხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები