შიდა ქართლში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს (ვიდეო)

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა, ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, სულ ჩაბარებულია: 1 სანადირო თოფი, 2 გადაჭრილი თოფი – ე.წ. „აბრეზი“, 3 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 281 საბრძოლო ვაზნა, 11 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, სხვადასხვა ტიპის 9 ხელყუმბარა, 3 ჭურვი და 3 ამფეთქი ფალია.
აღნიშნული პირები თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები