“პრემიერ-მინისტრების წასვლას არასტაბილურობის განცდა არ ახლდა და ამ პროცესს არანაირი რყევები არ მოჰყოლია“

ვფიქრობ, წინა პრემიერ-მინისტრების წასვლას არასტაბილურობის განცდა არ ახლდა და ამ პროცესს არანაირი რყევები არ მოჰყოლია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა თანამდებობიდან ექსპრემიერების – ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის წასვლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვებდა პოლიტიკას და მან თავისი სიტყვა შეასრულა.
“წინა პრემიერ-მინისტრების წასვლას არასტაბილურობის განცდა არ ახლდა და ამ პროცესს არანაირი რყევები არ მოჰყოლია. ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვებდა პოლიტიკას და მან თავისი სიტყვა შეასრულა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ძალიან დიდი მიღწევა იყო ის ტექნიკური ანგარიში, რომელიც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ევროკომისიის მხრიდან. ეს იყო მისი გადაწყვეტილება და არ ვფიქრობ, რომ ამან რაიმე არასტაბილურობის განცდა შექმნა. დღეს ახალი გამოწვევები გვაქვს და მე მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევები. ჩემი დათანხმება ამაზე მარტივი არ იყო, რადგან ამ თანამდებობაზე მუშაობა მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ადამიანის ცხოვრებაში – შემიძლია ერთი რამ გითხრათ: აქ სადღაც, ალბათ, ჩემი პირადი დაცვა დგას. ამან რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება – მყუდროობის განცდა აღარ არსებობს, თუმცა ვცდილობ, რომ მინიმიზება მოვახდინო იგივე დაცვის სამსახურის და ესეც, ალბათ, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები