გიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებ არსად წასვლას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არსად წასვლას არ აპირებს. როგორც პრემიერმა  ჟურნალსიტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ის გამორიცხავს, რომ ხვალ ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზოს.
”არ გაგცემთ პასუხს ამ შეკითხვაზე, რადგან პირდაპირ გეუბნებით, ასეთი შემოთავაზება გამორიცხულია. მე ამის წინაპირობას ვერ ვხედავ”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორი პასუხი ექნება, ივანიშვილმა რომ ხვალ გადადგომა შესთავაზოს.
”მე არ ვიცი, რა საუბარი ჰქონდა ივანიშვილთან ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ ღარიბაშვილმა თვითონ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება და ეს არის ჩემთვის პატივსაცემი. რაც შემეხება მე, არ ვაპირებ არსად წასვლას. გამაჩნია ძალიან ჯანსაღი ამბიცია. ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების რაღაც ეტაპზე გრძნობს გარკვეულ ძალას, რომ შეუძლია პოზიტიური გააკეთოს თავისი ქვეყნისთვის. მე ვარ დღეს იმ ასაკის, როცა გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა, როგორც განათლების, ასევე სამუშაო კუთხით, მაქვს მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნისთვის შემიძლია ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგის მიცემა განვითარების კუთხით. მე მჯერა ამის. მე მჯერა, რომ ჩვენ შევკრებთ გუნდს და არსებულ თანაგუნდელებთან ერთად მნიშვნელოვან შედეგს დავდებთ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაინახავს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები