„არაგონივრულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან პრობლემების გადაწყვეტაზე არ უნდა ვისაუბროთ“

დღეს გვაქვს იმ დონის სტაბილურობა ქვეყანაში, რაც ქვეყნის უფრო სწრაფი და დინამიური განვითარების საშუალებას იძლევა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნ, ეს არ მომხდარა არც ერთი მცირეოდენი კომპრომისის ან დასავლური ორიენტირების ხარჯზე.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზხგასმით აღნიშნა,რომ ქვეყნისთვის და მთავრობისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია.
”ჩვენ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში შევძელით ტემპერატურის დაწევა. შევძელით რომ დღეს არ გვაქვს იმ დონის დაძაბულობა, რაც იყო. მიუხედავად ოკუპაციისა, რომელიც რჩება უდიდეს გამოწვევად, ჩვენ ეს შევძელით დიალოგების ფორმატების მეშვეობით. უმთავრეს ფორმატად რჩება ჟენევის საერთაშორისო ფორმატი, ასევე შევქმენით ახალი, აბაშიძე-კარასინის ფორმატი. მგონია, რომ შედეგი არის სახეზე. ყოველ შემთხვევაში დღეს გვაქვს იმ დონის სტაბილურობა ქვეყანაში, რაც საშუალებას იძლევა ქვეყნის უფრო სწრაფი, დინამიური განვითარების, ეს არ მომხდარა არც ერთი მცირეოდენი კომპრომისის ან დასავლური ორიენტირების ხარჯზე.
მკაფიოდ მინდა განვაცხადო, ქვეყნისთვის და მთავრობისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია. ეს უმთავრესი პრიორიტეტებია, ეს არის ჩვენი ამომრჩევლის და მოქალაქეების დაკვეთა. არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება ამ დაკვეთას გადაუხვიოს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, იმას რომ ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატზე სადაც კი ვიმყოფებით, გავკიოდეთ, იმაზე, რომ ჩვენ ტანკის ლულა გვაქვს მოშვერილი, ან სნაიპერებს დამიზნებული ჰყავს საქართველოს ავტობანზე მომავალი ტრაილერები და ასე შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ განვავითაროთ ეკონომიკა და მოვიზიდოთ ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, იმ პირობებში, რომ მუდმივად გავკიოდეთ, რომ ტერიტორიაზე გვაქვს სამხედრო ბაზები. არიქა, გვიშველეთ, გადაგვარჩინეთო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამენაირად უნდა შევასუსტოთ ყურადღება იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-ის, ევროპელების, მათ თვალში ეს პრობლემა მეორეხარისხოვანი გავხადოთ. ეს არის უკვე ტაქტიკის საკითხი, თუ როგორ მივიტანთ პრობლემას პარტნიორებამდე და როგორ დავაბალანსებთ გზავნილებს ისე, რომ ერთის მხრივ ჩვენი საკითხი დავტოვოთ პარტნიორების დღის წესრიგში და მეორე მხრივ, შევქმნათ იმ დონის სტაბილურობის განცდა, რაც საჭიროა საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად, ამ ამოცანას ძალიან დიდი წარმატებით გაართვა თავი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, არაგონივრულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან პრობლემების გადაწყვეტაზე არ უნდა ვისაუბროთ.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სახარბიელო დინამიკა ოკუპაციის საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით და გვაქვს ხელშეკრულებების ხელმოწერა ინტეგრაციაზე, კეთდება განცხადებები რეფერენდუმებზე რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით, ეს საერთაშორისო კანონმდებლობის საწინააღმდეგოა. არც ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს მაღალი რეპუტაცია და საერთაშორისო თანამეგობრობაში რაიმე ინტეგრაციის პრეტენზია, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არასოდეს მიესალმება და არ აღიარებს, უფრო მეტიც, საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს 5 დღის განმავლობაში 68-ზე მეტი შეხვედრა გავმართე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც მომიწია ძალიან აქტიური საუბარი ჩვენს არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან და მათ შორის ჩვენგან დაშორებულ ძალიან ბევრ პატარა ქვეყანასთან, რომ არაღიარების პრობლემა დავტოვოთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკური აქტივობის მიმართულებად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ რაიმე კუთხით რამე კომპრომისზე წავიდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილების მიმართულებით, მაგრამ ის რომ ჩვენ არ ვესაუბროთ რუსეთს პრობლემების გადაწყვეტაზე, ეს უბრალოდ არაგონივრულია“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები