გიორგი კვირიკაშვილი: ვერ ვიქნებით ვერანაირი სტრატეგიულ პარტნიორობი ვერც ”პატრიოტთა ალიანსთან” და ვერც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან

ჩვენ ვერ ვიქნებით ვერანაირ სტრატეგიულ პარტნიორობაში ვერც ახლა და ვერც მომავალ პარლამენტში ვერც ”პატრიოტთა ალიანსთან” და ვერც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ამით კვირიკაშვილმა უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს მომავალში ნინო ბურჯანაძესთან და ირმა ინაშვილთან თანამშრომლობას და გმობს თუ არ გმობს ივანიშვილის ამ განცხადებას.
”რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას სხვადასხვა პარტიების მიმართ, მე არ მინახავს ეს განცხადება, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს აზრი და შეიძლება იგულისხმა, რომ მისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ სივრცეში ნებისმიერ მოთამაშესთან კომუნიკაცია უცხო არ არის. რაც შეეხება რაიმე ტიპის კოალიციას ან სტრატეგიულ თანამშრომლობას, მე გეუბნებით ჩემს აზრს და დარწმუნებული ვარ, მასაც იგივე აზრი გააჩნია, ჩვენ ვერ ვიქნებით ვერანაირ სტრატეგიულ პარტნიორობაში ვერც ახლა და ვერც მომავალ პარლამენტში ვერც ”პატრიოტთა ალიანსთან” და ვერც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან. ეს შემიძლია ახლავე გითხართ, რომ სხვადასხვანაირი მოლოდინები გავაქარწყლოთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები