პრემიერ-მინისტრი: მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება

მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას განაცხადა.
პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის ინსტიტუციებში კვლავ მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც უკანონო ქმედებების განხორციელების სურვილი ჰქონდეთ.
„მე გარანტი იმისა, რომ ჩვენ გვექნება შეუგუებლობა იმისა, რომ ესეთი რამე კიდევ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, ნამდვილად ვარ. არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩვენ ინსტიტუციებში მუშაობდნენ ადამიანები, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეთ კიდევ სურვილი და გამომდინარე მათი სამუშაო ფუნქციებიდან შესქძლებლობაც რომ უკანონო ქმედებები ახორციელონ.
მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება.
მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ დღეს ვინმე ამას აკეთებდეს, მაგრამ მე ვარ გარანტი იმისა და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს მახინჯი, ავადმყოფური მისწრაფება ჩინოვნიკისა – აკონტროლოს ოპონენტი, სხვადასხვა ბერკეტები გამოიყენოს, ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვოს ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები