პრემიერი საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებზე: თუ პროკურატურა ვერ პოულობს დარღვევის ნიშნებს, სპეკულაციების გაგრძელება არასწორია

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ვინაიდან, საგარეჯოში გამართული არჩევნების თაობაზე პროკურატურის მიერ ჩატარებული მოკვლევით, შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ გამოვლინდა, აღნიშნულ თემაზე სპეკულაციების გაგრძელება არასოწრია. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას განაცხადა.
“მოგეხსენებათ,რომ სარჩელი შეტანილი იქნა პროკურატურაში, პროკურატურამ ჩაატარა წინასწარი მოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით და იქ დარღვევის ნიშნები არ იქნა აღმოჩენილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით არ არის სწორი გარკვეული სპეკულაციების გაგრძელება, თუ პროკურატურა ვერ პოულობს დარღვევის ნიშნებს, ამ მიმართულებით პროცესი არ უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები