გიორგი კვირიკაშვილი: ჩემი მიზანია, კადრების გადაღების და გავრცელების კუთხით პრეცედენტი არ იქნას დაშვებული

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ მათ დაკავებაზე პროვოცირება დღევანდელ პირობებში გავრცელებულმა კადრებმა მოახდინეს.
პრემიერის განცხადებით, მისი მიზანია, რომ კადრების გავრცელებისა და გადაღების პრეცედენტი აღარ მოხდეს.
„რაც შეეხბა კადრების საქმეს, რატომ მოხდა დღეს მათი დაპატიმრება და არა აქამდე, დღეს მოხდა სწორედ კადრების გავრცელება და ამან მოახდინა პროვოცირება.
მე არ ვიცნობ გამოძიების ყველა დეტალს, როგორ მივიდა პროკურატურა ამ ადამიანებამდე, ვინც ჩართული იყო ამის ორგანიზებაში. გამოძიება დღეს მიდის ორი მიმართულებით – ერთი არის კადრების შემქნელების მიმართულებით, მეორე –  გამავრცელებლების მიმართულებით.
მეორე მიმართულებაში ჩართულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ფედერალური გამოძიების ბიურომაც გააკეთა ერთობლივი ბრიფინგი პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად.
ეს პროცესი მარტივი არ არის. სამწუხაროდ, დღევანდელი ტექნოლოგიები IP მისამართების დაფარვის საშუალებას იძლევა, ვნახოთ რა იქნება. ჩემი მიზანი არის, რომ ეს პრეცენდენტები არ იქნას დაშვებული არც გადაღების და არც გავრცელების კუთხით“, – დასძინა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები