საგარეო საქმეთა სამინისტრო: დუბაიში გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონა საქართველოს მოქალაქეა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დუბაიში გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონა საქართველოს მოქალაქეა.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, არაბთა გაერთიანების საემიროებში საქართველოს საელჩოში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა.
„ვადასტურებთ, რომ დუბაიში გარდაცვლილი ახალგაზრდა საქართველოს მოქალაქეა. საელჩომ ინფორმაცია ღია წყაროებიდან გაიგო, კერძოდ – პრესიდან. საქართველოს საელჩოში სამართალდამცავებისგან შტყობინება ამ ეტაპზე არ შესულა. საკონსულო მუშაობს მეტი დეტალის დასადგენად“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაის ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. სააგენტო Gulf News-ის ცნობით, დაღუპული 25 წლის საქართველოს მოქალაქეა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ქალი მკვლელობამდე გააუპატიურეს. დაღუპულის ვინაობა არ სახელდება. საემიროების პოლიციამ გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა რამდენიმე მოწმე უკვე დაჰკითხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები